თელავში თამარ ალადაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართება

4 აპრილს ,14:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრის, მომღერლის  – თამარ ალადაშვილის პერსონალური გამოფენა.
„ჩემიი ნამუშევრები….განწყობით და მისი ცვალებადობით შექმნილი ხელოვნებააა…. არ ვაკოპირებ …. ვხატავ იმას, რასაც ვგრძნობ“, – ამბობს მხატვარი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თამარ ალადაშვილს საზოგადოება იცნობს, როგორც მომღერალს, კომპოზიტორს და ავტორ-შემსრულებელს.
იგი დაიბადა თბილისში.  ბავშვობიდან ხელოვნებასთან სიახლოვემ განაპირობა, რომ დღეს მთლიანად ემსახურება მას. იგი იყო ანსამბლ თსუ „გორდელას“ ერთ-ერთი სოლისტი … უკვე 11 წელია, რაც დააარსა ანსამბლი „თორდა“ და აქტიურად ხელმძღვანელობს …. არის უამრავი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი. ასევე გახლავთ საერთაშორისო საავტორო ასოციაციის წევრი „ავტორ -შემსრულებელი“. პირველი სოლო საავტორო კონცერტი 2012 წლის 20 მაისს გამართა …. დღეს 50-მდე საავტორო სიმღერა აქვს („მეგა“ 2016 – საუკეთესო ავტორ -შემსრულებელი),  (ლიდერ ქალთა საზოგადოება – საუკეთესო ავტორ -შემსრულებელი 2022 ) და.ა. შ.
თამარ ალადაშვილმა მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ გამოფენებში: „ხელოვან ქალთა გამოფენა“ – “week of art”; ონლაინგამოფენა – first wish art gallery;. „ინდო -ქართული“ გამოფენა, რომელიც ასევე საქართველოში ჩატარდა …. მხატვართა ლიგის საშემოდგომო ჯგუფური გამოფენა… სოფიო ქიზიყურაშვილის ორგანიზებული „არტ მეგობრების” გამოფენა – თელავის ისტორიულ მუზეუმში …. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია და იყიდება საერთაშორისო პლატფორმებზე..

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები