როგორია ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც ქვემო ფონიჭალაში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავდნენ – ექიმის განმარტება

ქვემო ფონიჭალაში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი სკვერში შევარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. შემთხვევის შედეგად, დაშავდა ორი ბავშვი. დაშავებულები კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ არიან გადაყვანილი.

როგორც ნეიროქირურგი, ბესო წივწივაძე აცხადებს, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

“15 წლის გოგონას მდგომარეობა სტაბილურია. თავის ტვინის შერყევა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ დადებითი მდგომარეობაა.

რაც შეეხება ბიჭს – გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. ცუდი ჭრილობა აქვს ხელზე. მყესების, კუნთების დაზიანება, მძიმე ქალა ტვინის დაზიანება აქვს, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია”,- აცხადებს ექიმი.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები