“სი ძინპინთან საუბარი მინდა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა მზადყოფნა, ქვეყანაში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს უმასპინძლოს.

ამის შესახებ მან Associated Press-თან ინტერვიუში თქვა.

“ჩვენ მზად ვართ, ვიხილოთ ის აქ. მასთან საუბარი მინდა. მაგრამ მთელი ამ წლის განმავლობაში, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასთან კონტაქტი არ მქონია”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

სააგენტოს ცნობით, ზელენსკიმ სი ძინპინს შესაბამისი მიწვევა უკვე გაუგზავნა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ იგეგმება ორი ქვეყნის ლიდერს შორის საუბარი, თუმცა, მისი ორგანიზებისას გარკვეული სირთულეებია. მისი თქმით, ეს ვითარება ჩინეთის პოზიციის გამო შეიქმნა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა, რომ სი ძინპინსა და ზელენსკის შორის საუბრის შესახებ რაიმე ინფორმაციის გაჟღერება, ჩინეთის ხელისუფლებას ჯერ არ შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები