თაკო ჩარკვიანი: ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე გაწევრიანდებიან

ნიკა გილაური ქმნის პარტიას და იმ პარტიაში წევრიანდება ნიკანორ მელია და ხატია დეკანოიძე, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ახალი პარტია, რომელშიც აღნიშნული პოლიტიკოსები გაწევრიანდებიან, ბიძინა ივანიშვილის დავალებით იქმნება.

„ჩემი ინფორმაციით, ახალი შეფუთვით წარმოჩინდება ბიძინა ივანიშვილი, ახალი პარტიით. 2015 წელს 120 მილიონ დოლარად გილაურმა იყიდა „წყალკანალი“, წყლის კომპანია იმ ვალდებულებით, რომ 240 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდებოდა. ასევე იყო ვალდებულება, რომ წყლის ტარიფი არ გაძვირდებოდა, არც ერთი ვალდებულება არ სრულდება. 2016 წელს, 240 მილიონ დოლარიანი ვალდებულება იხსნება, ანუ სახელმწიფო თავად იზარალებს თავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი პრემიერის გამო, ივანიშვილის ხელისუფლება საჩუქრად აძლევს პრაქტიკულად, ხსნის 240 მილიონი დოლარის ოდენობის ვალდებულებას და ცოტა ხანში იყიდება 230 მილიონ დოლარად. 240 მილიონს რომ გაჩუქებენ, შემდეგ შენ როცა უნდათ, მაშინ შეგაქმნევინებენ პარტიას. ნიკა გილაური ქმნის პარტიას და იმ პარტიაში წევრიანდება ნიკანორ მელია. აი, რატომ ვებრძოდი მე ამ ყველაფერს და თავის დროზე რატომ ვამხილე ეს სქემა. მხოლოდ ნიკა მელია არა, ხატია დეკანოიძეც ძალიან ჩართულია ამ ამბავში. მგონი, მისი თანხმობა უკვე არის“, – განაცხადა „ფორმულას“ ეთერში თაკო ჩარკვიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები