საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატას წარმოადგენს, 168 ხმის უმრავლესობით, მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად ცნობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული სიმართლე“ ავრცელებს.

როგორც რეზოლუციაშია ხაზგასმული ჰოლოდომორი ხელოვნურად გამოწვეული შიმშილი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებთან შედარებით თავისი მასშტაბებით გამოირჩეოდა და „დაახლოებით 4 მილიონი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, ძირითადად გლეხების“.

„ეს რეზოლუცია მიზნად ისახავს საფრანგეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის მოსახლეობის ამ იძულებითი შიმშილის გენოციდად აღიარებას, ასევე ჩადენილი ქმედებების დაგმობას, რომლებიც ხასიათდებოდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განადგურებითა და მასიური დარღვევით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები