შმიგალი: უკრაინამ წელს, ევროკავშირისა და აშშ-სგან, დაახლოებით, 7 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო

2023 წლის დასაწყისიდან უკრაინამ ევროკავშირისგან თითქმის 5 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო, ხოლო აშშ-სგან მიღებულმა დახმარებამ 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„წლის დასაწყისიდან, უკრაინამ ევროკავშირისგან თითქმის 5 მილიარდი დოლარის დახმარება და აშშ-სგან 2 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება მიიღო. ჩვენ გვაქვს შეთანხმება ახალი შეთანხმების შესახებ სავალუტო ფონდთან. მივიღეთ ფინანსური დახმარება დიდი ბრიტანეთისგან, მსოფლიო ბანკის, გერმანიის, ესპანეთის, ფინეთის, ირლანდიის, შვეიცარიის, ბელგიის, ისლანდიისა და ესტონეთისგან“, – აღნიშნა შმიგალმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები