რესპუბლიკურში აქცია გრძელდება – ექიმები კლინიკის მენეჯმენტს უნდობლობას უცხადებენ

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კვლავ პროტესტია – ფოიეში შეკრებილი ექიმები დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ. გუშინ მათ პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაც მოითხოვეს. პასუხად ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრა და საავადმყოფოსთან დაკავშირებით გეგმის პრეზენტაციას მომავალ კვირაში გეგმავენ.

“ჩვენი პასუხი არის, რომ ჩვენ გვსურს მათთან შეხვედრა, გასაუბრება. დამაიმედებელი რომ ყოფილიყო [გუშინდელი განცხადება] ვფიქრობ დღევანდელი აქცია აღარ მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. ჩვენ გვჭირდება საუბარი, გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, პირველი მოთხოვნა რაც იყო, რეაბილიტაციის პარალელურად უწყვეტი მუშაობა, ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ვითხოვთ ისევ ბატონი ზაზა ავალიანის მხრიდან თანამდებობის დატოვებას, ვუცხადებთ უნდობლობას”, – ამბობს აქციის მონაწილე ერთ-ერთი ექიმი.

ექიმები უნდობლობას უცხადებენ დირექტორის ფინანსურ მოადგილესაც. მათი თქმით, გაუგებარია როგორ აიღებენ ხელფასებს, თუ რეაბილიტაციის პარალელურად ვერ შეძლებენ მუშაობას.

ამასთან პროტესტის მონაწილე ექიმები ამბობებ, რომ მენეჯმენტი გიშუნ სამსახურში არ მისულა.

“არ ვიცი რატომ არ მოდიან. საბოტაჟს გვიცხადებენ, დირექტორატის არც ერთი წევრი არ არის”, – თქვა აქციის მონაწილე ექიმმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები