რაგბის ოსკარის მფლობელი დავით ნინიაშვილი გახდა
ჟურნალმა „მიდი ოლიმპიკმა“ ყოველწლიური ოსკარი ქართველ მორაგბეს, დავით ნინიაშვილს მიაკუთვნა.
პრესტიჟული ფრანგული ჟურნალი ჯილდოს ახალ მფლობელს კაშკაშა ვარსკვლავს უწოდებს, რომელიც განსახიერებაა როგორც უელსთან და იტალიასთან ბორჯღალოსნების ისტორიული გამარჯვებების და ქართული რაგბის აღმავლობის, ასევე „ჩელენჯ ქაფზე“ ლიონის ისტორიული კორონაციის.
ლეგენდარული მამუკა გორგოძის შემდეგ, ნინიაშვილი მეორე ბორჯღალოსანია, ვინც აღნიშნული ჯილდო მიიღო.
„მიდი ოლიმპიკის“ ოსკარის 70-ე საიუბილეო ცერემონია ლიონში, გერლანის სტადიონზე გაიმართა, სადაც ქართული რაგბის ფენომენზე არაერთმა გამომსვლელმა აღტაცებით ისაუბრა.