უკრაინა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინა არ ცნობს ლეგიტიმურად 2014 წლის 24 აგვისტოს აფხაზეთში, საქართველო, ჩატარებულ ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნებს” და აღნიშნავს, რომ იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ფასეულობებს. უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის არაღიარების შესახებ. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმებით დარეგულირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.