რუსთავის მერიამ, ახალგაზრდებთან ერთად, ახალ შიდასაუბნო რეკრეაციულ სივრცეში ეკოაქცია გამართა

რუსთავში, მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, გამწვანების აქცია კიდევ ერთ ახალ შიდასაუბნო  სივრცეში გაიმართა. ახალ დასასვენებელ და რეკრეაციულ სივრცეში, რომელიც ჭყონდიდელის დასახლებაში ჩეხოვის ქუჩაზე მოეწყო, რუსთავის მერიამ მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან ერთად, სხვადასხვა სახეობის  ხე-მცენარეები დარგო.

ეკოაქციაში, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, ქალაქის  საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან, ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებთან, ახალგაზრდებთან და მოსახლეობასთან ერთად მიიღეს.

,,რუსთავში ვაგრძელებთ გამწვანების სამუშაოებს. ტერიტორია, სადაც ახლა ვიმყოფებით, მოსახლეობასთან ერთად შეირჩა და სწორედ მათთან ერთად დავგეგმეთ თუ რა პროექტი უნდა განხორციელებულიყო. შედეგად  მივიღეთ ძალიან კარგი ახალი საზოგადოებრივი სივრცე, სადაც დღეს მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან ერთად, დავრგეთ სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები. ჩვენ გამწვანების სამუშაოებს, წლის განმავლობაში ქალაქში აუცილებლად გავაგრძელებთ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის ფარგლებში, ჩეხოვის ქუჩაზე 1570 კვადრატულ მეტრ ფართობზე,  მწვანე კუნძულები, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული  და დასასვენებელი სივრცეებია მოწყობილი. ახალი რეკრეაცია, ადაპტირებულია  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები