ილია დარჩიაშვილი: სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად არის დამაბრკოლებელი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად არის დამაბრკოლებელი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვნახოთ იმ ქვეყნების პოლიტიკური ჯგუფების გამოცდილება, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გახდნენ ევროკავშირის წვერები. ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ამ ქვეყნებიდან არის ის, რომ ნებისმიერი პოლიტიკურად დაპირისპირებული ჯგუფები, როდესაც საკითხი ეხებოდა მათი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებს, იყო ძალიან დაახლოებული. სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არ არის. მმართველი პარტიის მხრიდან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა დეპოლარიზაციისკენ. სამწუხაროდ არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მაღლა, თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აქვთ დაყენებული“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები