პრემიერი: აფხაზეთში ე.წ არჩევნები თავიდანვე არალეგიტიმურად იყო ცნობილი

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს გამოეხმაურა.
“აფხაზეთში ე.წ არჩევნები თავიდანვე არალეგიტიმურად იყო ცნობილი, შესაბამისად, ამაზე ვრცელ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართა და მასში წინასწარი მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები