რუმინეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ არ აღიარებს

რუმინეთი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ არ აღიარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფანჯიკიძის უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუმინეთის ხელისუფლება არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ მდგომარეობას, რა პირობებშიც ჩატარდა ეს არჩევნები და აფასებს მათ, როგორც არალეგიტიმურს და პოლიტიკური და სამართლებრივი ძალის არმქონედ.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას იმ პოტენციურ რისკთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება შეუქმნას რეგიონის სტაბილურობას ე.წ. არჩევნების პროვოკაციულად და ცალმხრივად ორგანიზებამ, რომლის მიზანია ნორმალურად და სამართლებრივად წარმოაჩინოს არსებული ვითარება და ყოფილ საბჭოთა სივრცეში არსებულ სეპარატისტულ რეჟიმების ლეგიტიმური იერსახე მისცეს.
ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს რუმინეთის პრინციპულ პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს გაჭიანურებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებების მეშვეობით გადაწყვეტას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები