ბაიდენი: რუსეთის და ჩინეთის ალიანსი ზედმეტად გაზვიადებულია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ალიანსის იდეა ძალიან გაზვიადებულია. ამის შესახებ მან ოტავაში კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაიდენის თქმით, აშშ და კანადა აფართოებენ ალიანსებს.

„მითხარით, რეალურად როგორ ხედავთ იმ გარემოებებს, რომლებშიც ჩინეთმა გარკვეული მნიშვნელოვანი ვალდებულებები აიღო რუსეთის წინაშე? რა ვალდებულებების აღება შეუძლიათ მათ ეკონომიკურად?“- თქვა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს ჟურნალისტმა შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა გაიზარდა.

თავის მხრივ, ბაიდენმა თქვა: „რასთან შედარებით გაიზარდა მათი ვაჭრობა?“.

აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ თუ ჩინეთი და რუსეთი მართლაც შექმნიან კოალიციას, დასავლეთი კიდევ უფრო მეტ ქვეყანას გააერთიანებს.

„მე ჩინეთს ზერელედ არ ვუყურებ. მე არ ვუყურებ რუსეთს ზერელედ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრს ვაზვიადებდით. ბოლო სამი თვის განმავლობაში მესმის, რომ ჩინეთი რუსეთისთვის სერიოზული იარაღის მიწოდებას აპირებს. მათ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ამას არ გააკეთებენ, მაგრამ ჯერ არ გაუკეთებიათ. და თუ რამე მოხდება, დასავლეთი გაცილებით ძლიერად გაერთიანდება“, – განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები