ირაკლი კობახიძე: ეს ე.წ საზღვარი, კანონით და შემდეგ პრეზიდენტის ბრძანებულებით მოხაზა სააკაშვილმა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას “არის თუ არა ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან” – ,,სპეკულაციური,, უწოდა და პასუხის გაცემას თავი აარიდა.

მისი თქმით, საოკუპაციო ხაზი თავის დროზე სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გაავლო.

“ერთსა და იმავე სპეკულაციურ კითხვებს სვამთ ძალიან ხშირად. მე ერთი რამ შემიძლია, გითხრათ – ეს საოკუპაციო ხაზი თავის დროზე შექმნა წინა ხელისუფლებამ, მათ მოიტანეს ეს ყველაფერი, ეს არის მთავარი და ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ეს ე.წ საზღვარი, კანონით და შემდეგ პრეზიდენტის ბრძანებულებით მოხაზა სააკაშვილმა და ამას მიაქციეთ ყურადღება, იმ მოღალატეობრივ ქმედებებს, რომლებიც თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ განახორციელა”, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები