ოთარ დანელიამ მოცვისა და კაკლის სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათვალიერა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აჭარის რეგიონში ქედის მუნიციპალიტეტში მოცვისა და კაკლის სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათვალიერა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ნაკვეთზე გაშენებულია ,,ლეგასისა“ და ,,ბლუკროპის“ ჯიშის მოცვის ნერგები. აღნიშნული ნერგები მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა, ერთი ბუჩქი საშუალოდ 4-7 კგ ნაყოფს ისხავს.
ოთარ დანელიამ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში საკალმახე მეურნეობა შპს ,,აკავრეთა 2007“ მოინახულა. თევზსაშენი ზუთხისა და ე.წ. ,,ამერიკული კალმახის“ მოშენებასა და გადამუშავებას ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები