დავით ნარმანია: სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლა აუცილებელია

თბილისის მერი დავით ნარმანია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისურენოვანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „კარგი მმართველობა“ გახსნას დაესწრო.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი და აუცილებელია სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლა. მისივე თქმით, ეს პრაქტიკა საქართველოში ახალია და საჭიროა მისი განვითარება, რათა სტუდენტებმა უნივერსიტეტს გარეთ მიიღონ მათთვის აუცილებელი უნარჩვევები.
„დღეს, როგორც არა მხოლოდ ქალაქის მერი, არამედ როგორც უნივერსიტეტელი და უნივერსიტეტის პროფესორი, განსაკუთრებით ვხედავ ამის საჭიროებას და აუცილებლობას“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
საზაფხულო სკოლაში სხვადასხვა ქვეყნის 40 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობს. უცხოელ სტუდენტებთან ერთად, სკოლის კურსს მოისმენენ ადგილობრივი, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.
პროექტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა და თსუ-ის, ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანაორგანიზებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები