ყადორის ციხეზე რუსული დროშა არ აღმოჩნდა
ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში, ყადორის ციხეზე რუსული დროშის არსებობის ფაქტი, არ დადასტურდა. “მოამბის” გადამღებმა ჯგუფმა ყადორის ციხე მოინახულა. ციხეზე არც რუსული დროშა აღმოჩნდა და არც მიმდებარე ტერიტორიაა დანაღმული.
გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ყვარლის გამგებელიც. ილია მზექალიშვილის თქმით, რუსული დროშა არც ახლა და არც არასდროს ყოფილა აღმართული.
დეპუტატს კი, რომელმაც ეს ცნობა გაავრცელა, გამგებელი მოუწოდებს, ტერიტორია თავად მოინახულოს.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია და შესაბამისი ფოტომასალა იმის შესახებ, რომ ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში, ყადორის ციხეზე დაახლოებით, 2 თვეა, რაც რუსებმა თავიანთი დროშა აღმართეს.