ოთარ დანელია ზუთხის დახურული ტიპის საწარმოს შპს ,,იხტიოსს“ ეწვია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა და არაერთი საწარმო დაათვალიერა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მინისტრი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ზუთხის დახურული ტიპის საწარმოს შპს ,,იხტიოსს“ ეწვია და თევზის წარმოებისა და გადამუშავების პროცესს გაეცნო.
მათივე ინფორმაციით, ოთარ დანელიამ და აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებმა ქედის მუნიციპალიტეტში ღვინის ქარხნის და ხილის გადამამუშავებელი საწარმოების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და საწარმოს ხელმძღვანელობისგან სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები