NDI: 42%-ის შეფასებით, რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობას საქართველოს ახლანდელი ურთიერთობა რუსეთთან არ მოსწონს.
მოგწონთ თუ არა საქართველოს ახლანდელი ურთიერთობა რუსეთთან, კატეგორიას “არ მომწონს”, რესპონდენტთა 73 პროცენტი ირჩევს. გამოკითხულთა 17 პროცენტს კი საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან მოსწონს.
რაც შეეხება რუსეთის მხრიდან საფრთხეს, გამოკითხულთა უმეტესობის – 42 პროცენტის შეფასებით, რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, 15 პროცენტის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები