“რუსეთში პროდუქციის შეტანის შეზღუდვაზე ევროკავშირისგან ოფიციალური შეტყობინება არ მიგვიღია”

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს რუსეთში პროდუქციის შეტანის შეზღუდვაზე ევროკავშირისგან ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია. ამის შესახებ ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუკი იქნება ასეთი ოფიციალური შეტყობინება, ქართული მხარე იმოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
ბრიუსელის რეკომენდაციაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა სახელმწიფოებმა რუსეთის ბაზარზე ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან თავი შეიკავონ. სააგენტო “იტარ ტასის” ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები