ირაკლი კობახიძე – სააკაშვილზე: თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია პატიმარი და მისი ოჯახი

“თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია თავად პატიმარი. ეს ასეა მთელ მსოფლიოში, ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში და აქედან გამომდინარე, საქართველოშიც გვაქვს ზუსტად იგივე ვითარება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თვითდაზიანების პროცესში სააკაშვილის ოჯახიც ჩართულია.

„სახელმწიფო სტრუქტურები პასუხისმგებელი არიან ზრუნვაზე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის მიმართ. ეს არის საერთო სურათი. ასევე, ამ შემთხვევაში თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია პატიმრის ოჯახი, რომელსაც არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს პატიმართან. ეს არის გაუგონარი მოვლენა. ამაზე საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გაამახვილონ ყურადღება: რატომ ხდება თვითდაზიანება და რატომ არის ამაში ჩართული ოჯახი, რომელიც აბსოლუტურად გაუგონარ რამეს აკეთებს“, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები