არჩილ თალაკვაძე: ვისაც მართლა გაწუხებთ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სჯობს, ძალისხმევა დახარჯოთ იმაზე, რომ მან აღადგინოს სრულფასოვანი კვება და ითანამშრომლოს ექიმებთან

ვისაც მართლა გაწუხებთ, გაღელვებთ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სჯობს, მთელი კონცენტრაცია და ძალისხმევა დახარჯოთ იმაზე, რომ მან აღადგინოს სრულფასოვანი კვება და თანამშრომლობა ექიმებთან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„სახელმწიფოს მიზანია, რომ მას მაქსიმალურად დაეხმაროს. სამწუხაროდ, მისი გარემოცვა და პოლიტიკოსები დღემდე სრულიად საპირისპიროთი იყვნენ დაკავებული. ვისაც მართლა გაწუხებთ, გაღელვებთ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სჯობს, მთელი კონცენტრაცია და ძალისხმევა დახარჯოთ იმაზე, რომ მან აღადგინოს სრულფასოვანი კვება და თანამშრომლობა ექიმებთან“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედი“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე. მათივე განცხადებით, ამის შედეგად „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას, რაც კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები