გიორგი ვოლსკი – სააკაშვილზე: ფაქტია, რომ თვითდაზიანება სახეზეა
„ფაქტია, რომ თვითდაზიანება სახეზეა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მზადაა, მიიღოს ნებისმიერი ქვეყნიდან ექიმთა ჯგუფი, რომელსაც სააკაშვილის ოჯახი ენდობა.
“ფაქტია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება, სტრუქტურა, რომელსაც ეს ხელეწიფება, მზად არის – მიიღოს ნებისმიერი ქვეყნიდან ექიმთა ჯგუფი, რომელსაც სააკაშვილის ოჯახი ენდობა და მან გაიაროს მკურნალობა, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება“, – აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედმა“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა – ის მკურნალობა, რაზეც პაციენტი თანახმაა, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში”.