დავით ზალკალიანი: აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები უკანონოა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები არალეგიტიმურია. განცხადება მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან დღეს გააკეთა. მისივე განმარტებით, ის დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ ფაქტს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ადეკვატური შეფასება მოყვება.
“აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები არის უკანონო აქტი. ბუნებრივია, ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს უგულებელყოფს. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამას ედეკვატური შეფასება ექნება. უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირმა ამასთან დაკავშირებით გარკვეული განცხადება გააკეთა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სხვა პარტნიორების მხრიდანაც მოყვება ამას შესაბამისი განცხადებები”, – განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებში წინასწარი მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები