ირაკლი ქადაგიშვილი: ვენეციის კომისიიდან მოსულ რეკომენდაციებში გვეუბნებიან, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა დარეგულირდეს, რათა კონკრეტული ადამიანის უფლებები უხეშად არ დაირღვეს

„ზოგადად, გამოცდილება დეოლიგარქიზაციის კანონის გარშემო ნაკლებად არსებობს. სხვადასხვა რეგულაცია არსებობს მსოფლიოში, რომ ვიღაცას არ ჰქონდეს მონოპოლიური უფლება ბიზნესის ან მედიის გარკვეულ სექტორზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიიდან მოსულ რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა დარეგულირდეს, რათა კონკრეტული ადამიანის უფლებები უხეშად არ დაირღვეს.

“ამით ხდება ზოგადად, რეგულირება, რომ თამაშის წესები მეტ-ნაკლებად თანაბარი იყოს. ზოგადად ავტორიტეტის მქონე ადამიანს, რომელიც მდიდარიც არის და ქველმოქმედებას ეწევა რომ აუკრძალო პოლიტიკასთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან პირდაპირი შეხება, ასეთი შეზღუდვები არ არსებობს, ესაა დემოკრატია. იმიტომ, რომ როცა გაჩნდა კაპიტალი, სხვა ინტერესის მატარებელი სოციალური ჯგუფები, მაშინ შეიქმნა დემოკრატია. ამიტომ ძნელია, რომ შენ დღეს ვიღაც ადამიანი მექანიკურად ამოაგდო პოლიტიკური პროცესიდან. ამიტომ გვეუბნებიან ვენეციის კომისიიდან მოსულ რეკომენდაციებში, რომ ეს კანონი იყოს განვრცობილი, რათა სხვადასხვა მარეგულირებელი დოკუმენტით დარეგულირდეს ან არსებულ კანონპროექტში ჩავდოთ ისეთი მექანიზმები, რომელიც უხეშად არ დაარღვევს კონკრეტული ადამიანის უფლებას და არ იქნება მისი საქმიანობა დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობაში“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები