NDI: 73% მიიჩნევს, რომ ეკლესია არ უნდა ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში

NDI-ის გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ ეკლესია არ უნდა ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში. ხოლო 16% ფიქრობს, რომ უნდა ჩაერთოს. ეკლესიის ჩართულობას საარჩევნო კამოანიაში ყველაზე მეტად თბილისში ამართლებენ. კერძოდ, დედაქალაქში გამოკითხულთა 20% ფიქრობს, რომ ეკლესია უნდა ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ხოლო 72% მიიჩნევს, რომ – “არა”.
რაც შეეხება ქალაქს და სოფელს, ქალაქში გამოკითხულთა 14%-ის აზრით, უნდა ჩაერთოს ეკლესია საარჩევნო კამპანიაში, 69%-ის შეფასებით, “არა”. სოფელში გამოკითხულთა 15% ფიქრობს, რომ უნდა ჩაერთოს, 76% მიიჩნევს, რომ “არა”.
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები