გამოკითხულთა 94%-ის თქმით, მას საარჩევნო სიასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნია

NDI-ს მიერ გამოკითხულთა 94%-ის თქმით, მას საარჩევნო სიასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნია. 4% ამბობს, რომ ამ კუთხით პრობლემებს წააწყდა, დანარჩენმა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის. ამასთან, რესპონდენტთა უმეტესობის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდა. შეკითხვაზე – “როგორ ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები”, გამოკითხულთა 31%-მა უპასუხა, რომ “ძალიან კარგად “, 43% მიიჩნევს, რომ მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდა, 7%-ის აზრით ნაწილობრივ გაყალბდა, 1% კი თვლის, რომ სრულად გაყლაბდა. 17%-მა შეკითხვაზე პასუხი არ იცის.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა, პირდაპირი ინტერვიუს გზით 3338 რესპონდენტი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები