NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა ივანიშვილს ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირად მიიჩნევს
NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირად. როგორც კვლევიაშია აღნიშნული, რესპოდენტთა 8% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი მას შემდეგ რაც თანამდებობიდან გადადგა, ასევე 9% აღნიშნულ მოსაზრებას “ეთანხმება”. არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 3%, 28%-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის. იმ რესპოდენტებიდან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირია, 34% აღნიშნულს ამართლებს, ხოლო 58% არ ამართლებს. შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს გზით 3338 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო აფინანსებს.