მუხიანში, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
თბილისში, მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლამდე პირია.
არსებული ინფორმაციითვე, ლიფტში ცეცხლის კერის კვალი აღინიშნება. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, უცნობია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.