ხადური: ქართული პროდუქტი ევროპულ საქონელს რუსულ ბაზარზე ვერ ჩაანაცვლებს

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ქართული პროდუქტი ევროპულ საქონელს რუსულ ბაზარზე ვერ ჩაანაცვლებს, – განცხადება მინისტრმა ჟურნალისტებთან დღეს გააკეთა. მისივე განმარტებით, ოფიციალური მოთხოვნა საქართველოს მთავრობას, რომ თავი შეიკავოს რუსულ ბაზარზე პროდუქციის გატანისგან, ჯერ არ მიუღია.
“საქართველოს პოტენციალი, ძალიან ოპტიმისტებიც რომ ვიყოთ, ვერ ჩაანაცვლებს ევროპულ საქონელს რუსულ ბაზარზე. როდესაც ამ მოთხოვნას ოფიციალურად ვნახავთ, მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო იმსჯელებენ ამ საკითხზე. მე ჯერ არ მაქვს ოფიციალურად ეს ინფორმაცია”, – განაცხადა ხადურმა.
სააგენტო “იტარ ტასის” ინფორმაციით, ბრიუსელის რეკომენდაციაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა სახელმწიფოებმა რუსეთის ბაზარზე ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან თავი შეიკავონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები