„ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ -დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანია გაიმართა

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნება, წელს სლოგანით – “ ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ ბაზარი ორბელიანზე დასკვნითი, საზეიმო ღონისძიების სახით გაიმართა.

კამპანია მიზნად ისახავს დაუნის სინდრომის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათ შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება დღემდე არ არის მზად – დაუნის სინდრომის მქონე პირებთან თანაცხოვრების მართებული ფორმა გამონახოს, შესაბამისად, ამ პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, სხვადასხვა დონეზე, დისკრიმინაციული მიდგომა დღემდე არსებობს.კამპანია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის’’ 20 მარტს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფოიეში მოძრავი ფოტოგამოფენით გაიხსნა, სადაც დაუნის სინდრომის მქონე პირების ემოციები იყო ასახული და 21 მარტს „ბაზარი ორბელიანზე“ საზეიმო დასკვნითი ღონისძიების სახით დასრულდა.

ღონისძიების ფარგლებში, შედგა სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები, ბენეფიციარებს მომღერალი სალიო კორკოტაშვილი მეგობრის სტატუსით ესტუმრა, დასასრულს კი დაუნის სინდრომის მქონე პირებმა დამსწრე საზოგადოებას თავად წარუდგინეს მათ მიერ მომზადებული საკონცერტო ნომერი, რომლის მიზანიც კიდევ ერთხელ იყო დასტური იმისა, რომ ყველა პირს, რომელიც დაუნის სინდრომით ცხოვრობს, შეუძლია – მიაღწიოს თავის პოტენციალს და საზოგადოების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

 ინიციატორი – ა(ა)იპ „ მზის შვილები”;
 ორგანიზატორი – ბრენდინგისა და კონსალტინგის კომპანია “ქოლგა”;
 გენერალური სპონსორი – სამშენებლო კომპანია „ანაგი“;
 მხარდამჭერი – თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
 მასპინძელი – ბაზარი ორბელიანზე
 საინფორმაციო მხარდამჭერი – მედიაჰოლდინგი „კვირა“.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები