ოლივერ ვარჰეი: ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად, ჩვენ დავაჩქარებთ ეკონომიკისა და საინვესტიციო გეგმის იმპლემენტაციას საქართველოს სასარგებლოდ

ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის განხორციელების გზები. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად. ჩვენ დავაჩქარებთ ეკონომიკისა და საინვესტიციო გეგმის იმპლემენტაციას საქართველოს სასარგებლოდ“, – წერს ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები