ოთარ დანელია ხილ-ბოსტნეულზე ფასების ზრდას, მასზე მოთხოვნის გაზრდას უკავშირებს

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია ქართული ხილ-ბოსტნეულზე ფასების მატების ზრდას გამოეხმაურა.
მინისტრი ქართული ხილ-ბოსტნეულის სიძვირეს მასზე მოთხოვნის გაზრდას უკავშირებს.
მისივე თქმით, ხილ-ბოსტნეულზე მოთხოვნა დიდია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ექსპორტისთვისაც.
“გაძვირდა იმიტომ, რომ მოთხოვნა არის დიდი და ეს ნორმალურია. მოთხოვნა დიდია, როგორც შიგნით, იმიტომ რომ ტურიზმია გაზრდილი, ასევე გაზრდილია ექსპორტი”, – განაცხადა დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები