ირაკლი ღარიბაშვილი – ჟურნალისტებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცეთ, როცა კითხვებს სვამთ, უნდა დაელოდოთ რესპონდენტის პასუხს და ამის შემდეგ დასვათ დამაზუსტებელი კითხვები, ეს არის სტანდარტი, მინიმალური, ევროპული, რომელიც უნდა დააკმაყოფილოთ

თქვენ ახსენეთ ევროინტეგრაცია და მე ვისურვებდი, ის მინიმალური სტანდარტი რაც არის ევროკავშირში, სადაც ჟურნალისტები პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს, მათ შორის რესპონდენტის უფლებებს იცავენ და არ გადადიან შეტევაზე, ეს სტანდარტი ჩვენთანაც დამკვიდრდეს ეტაპობრივად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის მინიმალური ევროპული სტანდარტი, რომელიც ჟურნალისტებმა უნდა დააკმაყოფილონ.

„ჟურნალისტებმა ერთმანეთს, კოლეგებს პატივი უნდა სცეთ როცა კითხვებს სვამთ, უნდა დაელოდოთ რესპონდენტის პასუხს და ამის შემდეგ დასვათ დამაზუსტებელი კითხვები, ეს არის სტანდარტი, მინიმალური, ევროპული, რომელიც უნდა დააკმაყოფილოთ,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები