ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი, 350 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოუყო

ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას დამატებით 350 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენის ცნობით, აღნიშნული დახმარება მოიცავს მეტ საბრძოლო მასალას ამერიკული „ჰაიმარსისა“ და „ჰაუბიცისთვის“, რომელსაც უკრაინა საკუთარი თავის დასაცავად იყენებს, ასევე საბრძოლო მასალას „ბრედლის“ ტიპის ქვეითთან საბრძოლო მანქანებისთვის, HARM-ის რაკეტებს, ტანკ-საწინააღმდეგო იარაღებს, ნავებს და სხვა შეიარაღებებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თქმით, შეიარაღება გამოყოფილია შეერთებული შტატების სამხედრო მარაგიდან, რომელიც უკრაინას დროულად მიეწოდება.

ბლინკენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის გვერდით იდგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

აღსანიშნავია, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილმა დახმარებამ 32 მილიარდს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები