დავით მათიკაშვილი – ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: ბოლშევიკური სამეული არ იღლება იმით, რომ მიაღწიოს მიზანს – საქართველომ როგორმე არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

“რადიკალი, ბოლშევიკური სამეული დადის ევროპაში და არ იღლება იმით, რომ მიაღწიოს თავის მიზანს – საქართველომ როგორმე არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, მიზანი ყველაფრის რევანშისთვის გამოყენებაა.

„მათ სურთ, ყველაფერი გამოიყენონ რევანშისთვის. შავბნელი საქმეებით, რაიმე ფორმით, თუკი მიაღწევენ საწადელს, ყველაფერი ეს სურთ – გამოიყენონ საპროტესტო, რევოლუციური მუხტის ასაწევად – რევანშისთვის ხელისუფლებაში მოსასვლელად და რათა სააკაშვილი კვლავ დააბრუნონ ხელისუფლებაში. ესაა მათი ერთადერთი მიზანი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები