დავით მათიკაშვილი: საკადრო ცვლილების შინაარსში სრულიად უშედეგოდ ცდილობს, ოპოზიცია ბნელ ოთახში შავი კატა იპოვოს
„რეალურად, ამ ცვლილების შინაარსში სრულიად უშედეგოდ ცდილობს, ოპოზიცია ბნელ ოთახში შავი კატა იპოვოს და იმ პროცესებთან დააკავშირონ, რომლებიც ცოტა ხნის იყო ჩვენს ქვეყანაში. მინდა, ბატონ ჩხენკელს მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის, ბევრი რეფორმისა და პროექტისთვის, რომლებიც განათლების სისტემაში განხორციელდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მათიკაშვილმა ახალ მინისტრს – გიორგი ამილახვარს წარმატება უსურვა.
“რაც შეეხება გიორგი ამილახვარს, ის არის ჩემი კოლეგა, მეგობარი და ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი. განსაკუთრებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით დაჯილდოებული სწორედ განათლების მიმართულებით. მას ძალიან ბევრი მოსაზრება აქვს, იმისა თუ როგორ უნდა წარიმართოს განათლების სისტემა მომავალში და მე მას მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი გიორგი ამილახვარმა შეცვალა.