დავით მათიკაშვილი: არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გუნდი არის ერთიანი

“არაფერი განსაკუთრებული აქ ნამდვილად არ ხდება. გუნდი არის სრულიად ერთიანი – როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიზანი ქვეყნის პროგრესია.

„ირაკლი კოვზანაძეს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს არც დღეს და არც გუშინ. თუ არ ვცდები, ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. მესმის, რა მოვლენებსაც უკავშირებთ თქვენ ამ თემას – ამ მოვლენებამდე ბევრად ადრეა მიღებული ეს გადაწყვეტილება. სხვა ნებისმიერი შემთხვევაც, თუ ამაზე არის საუბარი, ეს არის უმრავლესობის გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესი. არაფერი განსაკუთრებული აქ ნამდვილად არ ხდება. გუნდი არის სრულიად ერთიანი – როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზნები და ამოცანები, რომ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, წინსვლა, პროგრესი და ევროპული გზით სიარული იყოს მზარდი“, – აცხადებს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები