ეკა სეფაშვილი: საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვაქვს ის ინფორმაცია და მოვლენები, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა საქართველოში

“საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვაქვს ის ინფორმაცია და მოვლენები, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა საქართველოში”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გლობალური ომის პარტიის ქმედებები საქართველოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების წინააღმდეგაა მიმართული.

„ჩვენ საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვაქვს ის ინფორმაცია და მოვლენები, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა საქართველოში – ჩვენ ხაზს ვუსვამთ გლობალური ომის პარტიის იმ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების წინააღმდეგ და რომლის ერთადერთი მიზანიც, ჩვენი აზრით, ჩვენი ქვეყნის „უკრაინიზაცია“, ანუ ქვეყნის ომში ჩართვაა. ამისკენაა მიმართული ყველა მცდელობა. იგულისხმება პოლარიზაციის გაღრმავება და ამ ყველაფრის რადიკალიზმსა და ექსტრემიზმში გადასვლა, ისტერიული ფეიკ კამპანიაა, რომელიც მიმართული იყო სწორედ იმისკენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა დაჯგუფების ფინანსების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰქონოდა“, – აცხადებს სეფაშვილი.

ცნობისთვის, “ხალხის ძალამ” დღეს განცხადება გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები