იუსტიციის მინისტრი: სააკაშვილის უფლებადამცველებს აქვთ უფლება, მიმართონ როგორც ეროვნულ სასამართლოებს, ასევე, სტრასბურგის სასამართლოსაც

“სააკაშვილის უფლებადამცველებს აქვთ უფლება, მიმართონ როგორც ეროვნულ სასამართლოებს, ასევე, სტრასბურგის სასამართლოსაც – ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, კერძოდ, როგორც მსჯავრდებული სააკაშვილის, ისე ნებისმიერი პატიმრის უფლებების დაცვას”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის, როგორც პატიმრის, არცერთი უფლება არ ყოფილა დარღვეული.

„სააკაშვილის უფლებადამცველებს აქვთ უფლება, მიმართონ როგორც ეროვნულ სასამართლოებს, ასევე, სტრასბურგის სასამართლოსაც. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. კერძოდ, როგორც მსჯავრდებული სააკაშვილის, ისე ნებისმიერი პატიმრის უფლებების დაცვას.

მრავალგზის მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, არცერთი უფლება არ ყოფილა დარღვეული. ჩვენ უკვე ვიხილეთ, როდესაც მისმა უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და მაშინ ვნახეთ, საბოლოო ჯამში, რა შედეგიც დადგა. მათ ასევე ძირითადი სარჩელიც კი გამოითხოვეს სტრასბურგის სასამართლოდან, ეს იყო გასულ წელს და წელს მიმართავენ თუ არა, მათი გადასაწყვეტია. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ყველა უფლება, რაც აქვს მიხეილ სააკაშვილს, როგორც პატიმარს, არის მკაფიოდ დაცული. მას დაახლოებით უკვე 2 ათას ვიზიტორამდე ჰყავდა. თუ სჭირდება მას მკურნალობა, მკურნალობს შესაბამის კლინიკაში და უბრალოდ, ფიზიკურად რთულია, წარმოვიდგინოთ, რომელი უფლების დარღვევაზე შეიძლება, ჰქონდეს საუბარი დაინტერესებულ მხარეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები