NDI დღეს მედიას კვლევის პრეზენტაციას წარუდგენს
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) დღეს, მედიას ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს , თემაზე: “საზოგადოების განწყობა საქართველოში”. კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართება.
როგორც “კვირას“ ორგანიზაციიდან აცნობეს, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,338 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო.