რუსეთმა ჰააგის მოსამართლეების წინააღმდეგ საქმე აღძრა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორისა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კერძოდ, საქმე აღძრულია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის – ქარიმ აჰმად ჰანის; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების – ტომოკო აკანეს, როსარიო სალვატორე აიტალას და სერხიო ხერარდო უგალდე გოდინესის წინააღმდეგ.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის დევნა უკანონოა, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები