დავით სერგეენკო სოფლის ექიმებთან შეხვედრებს განაგრძობს

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო რეგიონებში სოფლის ექიმებთან და კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით სერგეენკო სოფლის ექიმებსა და კლინიკების წარმომადგენლებს რეგიონალურ ცენტრებში შეხვდება და 1-ელი სექტემბრიდან რეცეპტის გაცემის ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით სიახლეებს გააცნობს. მინისტრი 25 აგვისტოს, ქუთაისში, კლინიკა LG-ში იმერეთის რეგიონის სოფლისა და კლინიკების ექიმებთან გამართავს შეხვედრას.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, პარალელურად, აღმოსავლეთ საქართველოში მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გაიოზ თალაკვაძე და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები ამავე თემაზე რეგიონების ექიმებს შეხვდებიან. მათივე ინფორმაციით, 26 აგვისტოს მარიამ ჯაში რაჭაში გამართავს შეხვედრებს.
27 აგვისტოს, მცხეთა-მთიანეთში, რეგიონის ექიმებთან შეხვედრას დავით სერგეენკო და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები