სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა

ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი მოსკოვში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა.

მედიის ინფორმაციით, ჩინელი პოლიტიკოსის თვითმფრინავი “ვნუკოვოს” აეროპორტში უკვე დაეშვა.

სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს კრემლის დიდ სასახლეში ადგილობრივი დროით 15:00 საათზე შეხვდება.

მესამე ვადით არჩევის შემდეგ, ეს ჩინეთის ლიდერის პირველი საერთაშორისო ვიზიტია, რომელიც 22 მარტამდე გაგრძელდება.

პეკინში ელოდებიან, რომ ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვანგ ვენბინის განცხადებით, ის ახალ ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

ლიდერები განიხილავენ რუსეთსა და ჩინეთს შორის პარტნიორობისა და ურთიერთქმედების შემდგომი განვითარების საკითხებს და ხელს მოაწერენ მნიშვნელოვან ორმხრივ დოკუმენტებს. ასევე, ლიდერები უკრაინის კონფლიქტს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები