მაია ფანჯიკიძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე 24-25 აგვისტოს სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, 24 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოხსენებით წარდგა საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე მონაწილეობას მიიღებს ალფბახის ყოველწლიურ პოლიტიკურ ფორუმში. ღონისძიების მონაწილეთა შორის იყვნენ: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონი, ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი, ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები