“თურქეთის სასტუმროებს სეისმომდგრადობის სერტიფიკატები უნდა გააჩნდეთ” – ქვეყნის ტურისტული სააგენტოების ასოციაცია

თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაცია გამოდის წინადადებით, რომ ქვეყნის სასტუმროებს სეისმომდგრადობის სერტიფიკატები უნდა ჰქონდეთ.

ამის შესახებ Hürriyet წერს.

ასოციაციის პრეზიდენტის, ფირუზ ბაღლიქაიას თქმით, კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ უნდა გასცეს სეისმომდგრადობის სერტიფიკატები სასტუმროებში, სურსათისა და სასმელების სექტორში მომუშავე საწარმოებზე.

„თუ ადრე საზღვარგარეთიდან გვეკითხებოდნენ „არის თუ არა ახალი მიმართულებები“, ახლა მიწისძვრაზე ინტერესდებიან. ტუროპერატორებს, ალბათ, მოეთხოვებათ ანგარიშები, არის თუ არა სასტუმროები მიწისძვრისადმი მდგრადი. სასტუმროები უნდა იყოს სერტიფიცირებული, რომ შეძლონ ნდობის ამაღლება”, – განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

ბაღლიქაია მარტში თურქეთის მიმართ ტურისტული ინტერესის შემცირებას პროგნოზირებს.

„სტამბოლის აეროპორტში, ამ პერიოდში, ხალხმრავლობა იქნებოდა, ახლა ის ცარიელია, ვფიქრობ, მარტში ტურისტების რაოდენობა სერიოზულად შემცირდება. არავინ იტყვის უარს მათი დაწესებულებების და რესტორნების შემოწმებაზე, ამისთვის მორალურად მზად ვართ. შემოწმებები, შესაძლოა ჩატარდეს გამგეობებისა და გუბერნატორების დონეზე”, – ამბობს ის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები