“უკრაინას დიდი კონტრშეტევის მხოლოდ ერთი მცდელობის საშუალება ექნება” – პეტრ პაველი

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი აცხადებს, რომ უახლოესი თვეები უკრაინის კონტრშეტევისთვის საუკეთესო დროა.

ამის შესახებ მან Rzeczpospolita-თან განაცხადა.

„ბევრი ქვეყანა, ბევრი პოლიტიკოსი წელს გარკვეულ პროგრესს ელოდება. მე ვფიქრობ, რომ უკრაინას დიდი კონტრშეტევის განხორციელების მხოლოდ ერთი მცდელობის საშუალება ექნება. ასე რომ, თუ ის გადაწყვეტს დიდი კონტრშეტევის წამოწყებას და მარცხს განიცდის, უკიდურესად რთული იქნება შემდეგისთვის დაფინანსების მოპოვება“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

პეტრ პაველის თქმით, კონტრშეტევის განხორციელება რამდენიმე თვეში უნდა მოხდეს.

“მომავალი ზამთრის შემდეგ უკიდურესად რთული იქნება დახმარების ამჟამინდელი დონის შენარჩუნება. ომის დაღლილობა არის არა მხოლოდ ადამიანური რესურსების და აღჭურვილობის ამოწურვა, ინფრასტრუქტურის განადგურება უკრაინაში, არამედ დაღლილობა იმ ქვეყნებში, რომლებიც დახმარებას უწევენ,” – დასძინა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

პაველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთმა უკრაინას უნდა მიაწოდოს ნებისმიერი იარაღი, რომელიც აუცილებელია მისი მიზნების მისაღწევად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები