“რთული პრობლემები მარტივად ვერ გადაწყდება” – სი ძინპინი უკრაინის კონფლიქტზე

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა​ მოსკოვში ვიზიტამდე რუსული მედიისთვის სტატია დაწერა, რომელშიც რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებსა და უკრაინის ომზე ისაუბრა.

სი ძინპინმა თქვა, რომ ჩინეთი კონფლიქტის მიმართ ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას იკავებს, ასევე, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აქტიურ ძალისხმევას მიმართავს.

„კერძოდ, საუბარია გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე, პატივი უნდა სცეთ ყველა ქვეყნის შეშფოთებას უსაფრთხოების საკითხების მიმართ, უნდა იყოს მხარდაჭერილი ძალისხმევა, რომელიც უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ იქნება მიმართული, ასევე, მოხდეს გლობალური წარმოების სტაბილურობა და მიწოდების ჯაჭვები“, – წერს პოლიტიკოსი.

სი ძინპინმა ასევე გაიხსენა კონფლიქტის დარეგულირების საკუთარი 12-პუნქტიანი გეგმა.

“რთულ საკითხებს მარტივი გადაწყვეტა ვერ ექნება. დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინის კრიზისიდან რაციონალური გამოსავალი და გრძელვადიანი მშვიდობისა, ასევე, მსოფლიოში საყოველთაო უსაფრთხოებისკენ გზა მოიძებნება, თუ ყველა იხელმძღვანელებს საერთო, ყოვლისმომცველი, ერთობლივი და მდგრადი უსაფრთხოების კონცეფციით, გააგრძელებს დიალოგს და კონსულტაციებს თანაბარ, წინდახედულ და პრაგმატულ ჭრილში“, – წერს სი ძინპინი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები