ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
“შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, ,,ქართული ოცნების,, თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი – კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი – მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები.
სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები. საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების გარდა, შეეხო საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.